გთავაზობთ გეოფიზიკური კვლევის ჩატარებას შემდეგი მიზნებისთვის:
შენობების, საავტომობილო გზების, რკინიგზების, ხიდების, მილსადენების, გვირაბების, კაშხლების, მცირე ჰესების და სხვა საინჟინრო ობიექტების სამშენებლო მოედნების გეოლოგიურ-გეოფიზიკური ჭრილების აგება;
მეწყრების გეოლოგიური ჭრილების და კონტურების დადგენა, კარსტების და გვირაბების ადგილმდებარეობის დადგენა, მდინარეების ნაპირების კვლევა აბრაზიის ამოცანებთან დაკავშირებით;
ხიმინჯების, ფუნდამენტის და სხვა საინჟინრო კონსტრუქციების რღვევების დადგენა შენობების დეფორმაციის მონიტორინგი დახრისმზომებით;
წიაღისეული საბადოების ძიება და მარაგების დადგენა;
მიწისქვეშა წყლების ძიება და გრუნტის წყლის დონის დადგენა;
კლდოვანი ქანის ნაპრალიანობის და ანიზოტროპიის დადგენა;
დაფარული არქეოლოგიური ობიექტების დაძიება;
კვლევა სრულდება უმოკლეს ვადებში, რაც განპირობებულია საველე სამუშაოებში ძიების უახლესი აპარატურის და მეთოდიკის, ხოლო მონაცემთა დამუშავებისა და შედეგების ვიზუალიზაციისთვის თანამედროვე პროგრამული სისტემების გამოყენებით.
დასმული ამოცანის მიხედვით შეირჩევა სეისმური, ელექტრული, მაგნიტური, ან კომპლექსური ძიების მეთოდიკა. გარდა ზედაპირული კვლევისა, შესაძლოა ჩატარდეს ჭაბურღილებიდან, ან შურფებიდან გაშუქება.
მაღალი დონის სპეციალისტები განსაზღვრავენ გეოფიზიკური და გეოეკოლოგიური კვლევის მეთოდიკის, მოცულობის და დანახარჯების ოპტიმალურ ვარიანტს. შეირჩევა შემკვეთისთვის ხელსაყრელი კონტრაქტის პირობები.
კვლევის შედეგების ანგარიში კომპლექტდება:
გრაფიკული მასალით (დაკვირვების სქემა, ჭრილები და რუკები GIS სისტემაში);
ცხრილებით (ქანების ფიზიკურ-მექანიკური მახასიათებლები, GSI);
ციფრული ვარიანტით, შედეგების ორ და სამ განზომილებიანი ვიზუალიზაციიათ;
სხვა ენაზე თარგმანით.
გეოეკოლოგიური უსაფრთხოება
თუ გსურთ ახალი მშენებლობის წამოწყებისას ან რაიმე ობიექტის შეძენისას იცოდეთ -რამდენად მდგრადია ეს სამშენებლო მოედანი ან შენობა კატასტროფებისადმი (მიწისძვრა, მეწყრები, წყალმოვარდნები), პროფესიონალები გაგიწევენ კონსულტაციას - დაადგენენ თქვენი ოფისის თუ საცხოვრებელი სახლის მოსალოდნელ საშიშროებათა დონეს.
ყოველი სახის კონსულტაციაზე გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი, სადაც დაზუსტებული იქნება რისკის დონე და კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ობიექტის მდგრადობის გაუმჯობესებას ამა თუ იმ საშიშროების მიმართ.
ჩვენ დაგიდგენთ:
სეისმურ საშიშროებას (აქტიური რღვევის სიახლოვე, მოსალოდნელი ბალი)
გრუნტის, ფუნდამენტისა და შენობის მდგომარეობას (მდგრადობას)
რადიოაქტიობის დონეს, რადონის კონცენტრაციას
ელექტრომაგნიტური გამოსხივების დონეს
ხმაურის დონეს
წყლის შემადგენლობას/ხარისხს
ჰაერის ხარისხს
შენობის გამაგრების გეგმას
მეწყრის, ღვარცოფის და გრუნტის დაწევის საშიშროებას
გეომაგნიტურ პროგნოზს
ოპტიმალურ დაზღვევის თანხას
ინსტიტუტში პერიოდულად ტარდება სემინარები, სადაც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ახლოს გაეცნონ გეოფიზიკური კვლევების შესაძლებლობებს.
კვლევის შედეგების ფრაგმენტები

გეოლოგიურ-გეოფიზიკური ჭრილი (სეისმოძიება-ელექტროძიება)

ჰიდროთერმული აუზის ციფრული მოდელირება

მძიმე ლითონების განაწილება მიწისქვეშა წყლებში

სეისმური ჭრილი

ქანის ჩაწოლის სიღრმისა და გრძივი ტალღის გავრცელების სიჩქარის რუკა

კლდოვან ქანში ნაპრალოვანი ანიზოტროპიის რუკა

3 განზომილებიანი გეოლოგიური მოდელირება
ჩვენი მისამართია:
მ. ალექსიძის ქ. ¹1, 0193 თბილისი,
ტელ. (995 32) 33 30 71; 33 57 03; 36 37 93
ფაქსი: (995 32) 33 28 67; 33 59 34
ელ.ფოსტა: ig.geophysics@gmail.com
http://www.ig-geophysics.ge